სასტუმრო Iveria Inn, სადაც ახლა საკარანტინო სივრცეა მოწყობილი, პაატა კოკაიას ეკუთვნის. "ქართულმა ოცნებამ" ბიზნესმენს მმართველი გუნდის პატივისცემა დაუფასა და ათობით ათას ლარიანი კონტრაქტი ყველაზე მძიმე პერიოდში გაუფორმა.
კოკაიამ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია 55 000 ლარით დააფინანსა.
როგორ აღმოჩნდა, Inn ჯგუფმა, სადაც Iveria Inn-ს, Gudauri Inn-ს, Bakuriani Inn-ს და Royal Inn-ს სასტუმრო კომპლექსები ერთიანდება - საკარანტინო სივრცეებისთვის არაერთ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მხოლოდ Bakuriani Inn-თან და Iveria Inn-თან გაფორმებული ხელშეკრულებები ჯამში 4 მილიონ ლარამდეა.
მესტიაში, ხელშეკრულებები იმ სასტუმროებთან გააფორმეს, რომლის მფლობელები ქართული ოცნების შემომწირველები არა, მაგრამ მათი დეპუტატების ნათესავები არიან.
მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის მამასთან, ელგუჯა ჟორჟოლიანთან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 35 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
35 ათასი ჩაურიცხეს შპს გოშთელიანებს , რომელსაც მესტიაში მდებარე სასტუმრო "ოლდ ჰაუსი"ეკუთვნის. ეს შპს კი ქართული ოცნების დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახთანაა დაკავშირებული.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" საგანგებო მდგომარეობის დროს, მთავრობის ხარჯები შეისწავლა და დაასკვნა, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ე.წ ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმებული ხელშეკრულებები ქართული ოცნების შემომწირველებთან, ბევრ კითხვის ნიშანს შეიცავს.
მმართველმა გუნდმა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს გაფორმებულ ხელშეკრულებებში 24 მილიონი სასტუმროებს გაუფორმა და 5 მილიონზე მეტი საკუთარ შემომწირველებს