ამერიკელმა სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ ის მოვლენები, რაც ახლა საქართველოში ხდება, გავლენას ახდენს საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო ურთიერთობაზე და თანამშრომლობაზე. შაჰინი არის ავტორი "ქართველი ხალხის აქტისა", რომელიც ორპარტიული კანონპროექტია და ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ფიზიკური პირებისთვის.
"ნამდვილად კარგი ურთიერთობა გვქონდა ჩვენს სამხედროებსა და ქართველ სამხედროებს შორის, მას შემდეგ, რაც ისინი დამოუკიდებლები გახდნენ. გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, გავლენას ახდენს სამხედროებს შორის ამ ურთიერთობებზეც. მართალია, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა ცალკეა წარდგენილი, თუმცა ის ასევე აისახა თავდაცვის კანონპროექტზე, რომელიც ახლახან გავიდა შეიარაღებული ძალების კომიტეტში", - ამბობს შაჰინი.
იხილეთ ასევე: