ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე | სანდუ

გამოქვეყნდა:

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ხელი მოაწერა განკარგულებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. მოლაპარაკებებს დელეგაცია, ლუქსემბურგში, მომავალ კვირას გახსნის.

"დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვას EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. EU-ის წევრობა ჩვენი გზაა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქისთვის უკეთესი ცხოვრებისკენ.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს დელეგაციას, რადგან ისინი ოფიციალურად დაიწყებენ მოლაპარაკებებს ლუქსემბურგში მომავალ კვირას", - წერს სანდუ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი