"ორშაბათს საქართველოსთან დაკავშირებით EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. გადაწყვეტილება არ იქნება" | იოზვიაკი

გამოქვეყნდა:

"ორშაბათს საქართველოსთან დაკავშირებით EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. გადაწყვეტილება არ იქნება", - ამის შესახებ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით X-ზე წერს. 

"ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირი ამბობს, რომ პრინციპში არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება ორშაბათს საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან. უბრალოდ იქნება მსჯელობა, მაგრამ "ადრე თუ გვიან" ვნახავთ, როგორ მოვიქცეთ," - წერს იოზვიაკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი