ოლიგარქიული მმართველობა, პოლიტიკური პატიმრები და კლანური სასამართლო - 2020 წლის გადამწყვეტი არჩევნების წინ ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენეს მისი მმართველობის სუსტი წეტილები. დებატები ბრიუსელში საქართველოს შესახებ მოზმადებული ანგარიშის განხილვას მოჰყვა. კრიტიკული განცხადებებით დეპუტატებმა "ქართული ოცნება" პირდაპირ გააფრთხილეს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს.
ევროპარლამენტარების მხრიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებები ოპოზიციისთვის იმის დასტურია, რომ საქართველოს სტარტეგიულ პარნტიორნებს კარგად ესმით მოახლოებული არჩევნების ისტორიული კონტექსტი. ივანიშვილის ოპონენტების აზრით, დასავლეთმა პოლიტიკური განაჩენი ოლიგარქიას დიდი ხნის წინ გამოუტანა, რომლსაც საქართველოს მოქალაქეები 31 ოქტომბერს, საარჩევნო ყუთებთან გააფორმებენ.
კრიტიკას კი "ქართულმა ოცნებმა" ისევ ბრალდებებით უპასუხა, და ევროპარლამენტარებს, რომლებიც წლებია საქართველოში შექმნილ ვითარებას სწავლობენ, დროში ჩარჩენილი და მიკერძოებული პოლიტიკანები ეძახა, რომლებიც ცუდი გავლენის ქვეშ არიან.
ევროპარლამენტარებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ მოახლოებულ არჩევნებზე გადამწყვეტი სიტყვა სადამკვირვებლო მისიებმა უნდა თქვან, განსაკუთრებით კი იმ ორგანიზაციებმა ვინც საქართველოში მოქმედებს. სამოქალაქო სექტორის აზრით, ევროპელი პოლიტკური ოჯახიდან დღეს ივანიშვილი კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, რომ მის სიტყვას აღარ ენდობიან.
პოლიტიკური ტემპერატურა კი არა მხოლოდ საქართველოში იწევს - არჩევნების მოახლოებასათან ერთად სავარაუდოა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები თავის განცხადებებში უფრო მკაცრი და მომთხოვნი გახდებიან ხელისუფლების მისამართით, რომლისგანაც ცივილიზებული სამყარო ახალა დემოკრატიული სტნადარტების არჩევნებს ელოდება.