ვაშინგტონში, კიდევ უფრო მაღალ პოლიტიკურ დონეზე, ადასტურებენ - სანქციების პოლიტიკა გაგრძელდება. სენატორი ჯინ შაჰინი მიზანმიმართულად, და კონკრეტულად "ქართული ოცნების" გასაგონად ამბობს, რომ სავიზო შეზღუდვები მხოლოდ დასაწყისია და სანქციები უფრო მძიმე იქნება. სენატსა და კონგრესში უკვე დაიწყო მუშაობა ქართველი ხალხის აქტისა და მეგობარი აქტის გაერთიანების შესახებ, რაც მთელ პოლიტიკურ ვერტიკალში საერთო პოზიციის ჩამოყალიბებას და ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას ისახავს მიზნად. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი "ქართული ოცნების" ხელისფლების მიმართ უფრო ხისტ პოზიციას დაიკავებს.