ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. ინდოეთი პანდემიით მეორე ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანად ითვლება მსოფლიოში და ის ინფიცირებულთა მაჩვენებლებით მხოლოდ ამერიკას ჩამორჩება. 

ინდოეთში ვირუსით 82 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, დღეში გარდაცვლილთა საშუალო მაჩვენებლი კი 1000-ზე მეტია. ბევრ ქალაქში საავადმყოფოები ინტენსიური თერაპიის საწოლებისა და ჟანგბადის ბალონების დეფიციტის წინაშე დგანან.

მთავრობამ აღნიშნა, რომ ინდოელების რაოდენობა, რომლებიც იღუპებიან Covid-19–ით, მისი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი