"ოცნების" ლიდერების გადაწყვეტილებები და რიტორიკა ძალიან გვაწუხებს... მოსახლეობის 85%-ს EU-სა და NATO-ში ინტეგრაცია სურს" | ო’ბრაიენი

გამოქვეყნდა:

"ოცნების" ლიდერების გადაწყვეტილებები და რიტორიკა ძალიან გვაწუხებს... მოსახლეობის 85%-ს EU-სა და NATO-ში ინტეგრაცია სურს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი საუბრობს. მის განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება.

ძალიან გვაწუხებს გადაწყვეტილებები და „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე რაოდენობიდან წამოსული რიტორიკა. ჩვენ შევეცადეთ ძალიან მკაფიოები ვყოფილიყავით და დღეს, უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ძალიან ნათლად თქვა, ეს ბოლოდროინდელი ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვზე დაფუძნებული „უცხოური აგენტების კანონი“, ახალი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება - ეს ყველაფერი აშშ-სა და ევროკავშირზე დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან შეუთავსებელია.

ამიტომ, მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს და ჩვენ, მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გადახედვას გავაგრძელებთ. სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივია. რადგან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პერიოდში ვართ, საქართველომ განაცხადა, რომ მას ჩვენს საფეხბურთო ლიგაში თამაში სურს და შემდეგ მან თქვა, რომ, სხვათა შორის, ჩვენ გვინდა, რომ მოედანზე, ჩვენს მხარეს 15 მოთამაშე გვყავდეს. არა! თქვენ იმავე რაოდენობის მოთამაშეს იღებთ, რამდენსაც ყველა სხვა და და აკეთებთ იმას, რაც გსურთ, ისე როგორც ამას სხვები აკეთებენ. ეს არის კლუბის წესები.

ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ. საქართველომ თავისი სუვერენული უფლებით კლუბში გაწევრიანება გადაწყვიტა და ჩვენ უბრალოდ ნათლად ვხსნით იმას, თუ რას ნიშნავს ეს. ასე რომ, ჩვენ ქართველ ოფიციალურ პირებთან ამ დისკუსიებს გავაგრძელებთ, მათთან კომუნიკაციაში ჩვენი საელჩო ძალიან აქტიურია, რამდენიმე ევროპელი ლიდერი ძალიან აქტიურია და ჩვენ ამ საუბრებს გავაგრძელებთ“,, - განაცხადა ო’ბრაიენმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი