"საქართველო და ყველა პარტნიორი ქვეყანა მოწვეული იქნება NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებზე" | ო’ბრაიენი

გამოქვეყნდა:

"საქართველო და ყველა პარტნიორი ქვეყანა მოწვეული იქნება NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ ძალიან გვაწუხებს "ქართული ოცნების" ძალიან მცირე რაოდენობის ლიდერის გადაწყვეტილებები და რიტორიკა. ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის 85%-ს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია სურს",

- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა. მის განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი