ქართული ჯარის მრავალმილიონიანი დახმარება რეალური საფრთხის წინაშე დადგა, შეერთებული შტატები დაფინანსებას აჩერებს. წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ავტორიზაციის აქტი დაამტკიცა, სადაც საქართველო მოხსენიებული აღარ არის. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს დახმარებას ვეღარ მიიღებს, თავდაცვის ძალების გაძლიერება შეუძლებელი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წევრები ისევ პროპაგანდის დახმარებით ცდილობენ პასუხისმგელობის არიდებას და ამტკიცებენ, რომ ამერიკული დახმარება არ შეწყდება, შეერთებული შტატების თავდაცვის აქტს ძალაში შსასვლელად მხოლოდ სენიტის თანხმობა და პრეზიდენტის ხელმოწერა აკლია.