არა და კიდევ ერთხელ არა! - მათთვის ვინც ვერ გაიგო, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, მკაფიოდ ამბობს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს. ეს არის პოლიტიკური გზავნილი "ქართული ოცნებისთვის" უმაღლესი პოლიტიკური ტრიბუნიდან. ჯოსეფ ბორელის გზავნილი ფაქტობრივად პოლიტიკური განაცხადია საქართველოსთან ურთიერთობის თემაზე - და პირველი ნაბიჯი სანქციების მიმართულებით.
ურთიერთობა საქართველოსთან დავა მინიმუმამდე თუ "ქართული ოცნების" მთავრობა გააგრძელებს კრემლის პოლიტიკას. ევროპელმა ლიდერებმა უკვე მონიშნეს ის სფეროებიც, რომლებშიც პირველი უარყოფითი ნაბიჯები იქნება გადადგმული. მთავარი იქნება ურთიერთობის და კავშირების გადახედვა მთავრობასთან და დაფინანსების შეჩერება. რომელიც სამოქალაქო სექტორის დაფინასებაზე 10-ჯერ მეტია და რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს აღემატება. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპელი ლიდერები სამიტზე მიიღებენ, რომელიც ორ დღეში დაიწყება.