მთავარი ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან - ერთობა მნიშვნელოვანია და ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა ერთიანი ძალით უნდა გაგრძელდეს. 6 პროდასავლური ოპოზიციური პარტია ერთიანობის დეკლარაციას აქვეყნებს. ბრიუსელში შეკრებილმა ხელისუფლების ოპონენტებმა ერთობლივი ბრძოლის ტაქტიკური დეტალებიც შეათანხმეს, რომლების შესახებ ინფორმაციაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამ მომენტისთვის უკვე განსაზღვრულია წყალგამყოფი თარიღი - 8 ივლისს პარტიებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება ოპოზიციური კონფიგურაციის შესახებ.