"თვალყურს მივადევნებთ [საქართველოში] მიღებული [რუსული] კანონის შედეგებს" | სახდეპის წარმომადგენელი

გამოქვეყნდა:

"თვალყურს მივადევნებთ [საქართველოში] მიღებული [რუსული] კანონის შედეგებს", - ამის შესახებ ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტრეფიკინგის საკითხებში, სინდი დაიერმა განუცხადა

როგორც რაუფოღლუ მასზე დაყრდნობით წერს, ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ მონიტორინგს გაუწევს "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ რუსული კანონის გამოყენებას, რათა დარწმუნდეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებს, მუშაობა შეუძლიათ. 

"ზოგჯერ, ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანამ შესაძლოა მიიღოს კანონი საანგარიშო პერიოდში და ჩვენ შეიძლება შეშფოთებულები ვიყოთ, თუმცა ამ კანონის ზემოქმედებას ან ეფექტებს მომავალ წლამდე ვერ ვნახავთ... ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვიყავით უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებით. ამ ეტაპზე ჩვენ ვაკვირდებით მას", - ამბობს დაიერი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი