"რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა" | ზახაროვა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა და ამ მიმართულებით თბილისის ნებისმიერ წამოწყებას მხარს უჭერს. 

"ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ ეს [ურთიერთობების ნორმალიზება] ჩვენი ორი ხალხის ინტერესებს აკმაყოფილებს... ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესებს ემსახურება, ამ კონტექსტში მივესალმებით ხსენებულ ინიციატივას, ჩვენ მზად ვარ ამ გზით სვლისთვის," - განაცხადა ზახაროვამ.

რუსული მედიის ინფორმაციით, მანამდე, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის იმედი პარტია "საქართველოს სოლიდარობა მშვიდობისთვის" თავმჯდომარემ, მიხეილ ჟღენტმა გამოთქვა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი