"თქვენი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება" | ზურაბიშვილი ალან ბერსეს ევროპის საბჭოს გენ.მდივნობას ულოცავს

გამოქვეყნდა:

"ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს თქვენი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა და ალან ბერსეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა. 

ასევე, პრეზიდენტმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს მადლობა გადაუხადა გამორჩეული ლიდერობისა და ერთგულებისთვის.

"ვულოცავ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევას! წარმატებებს გისურვებთ თქვენს ახალ ამპლუაში, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვასა და მთელ ევროპაში დემოკრატიის ხელშეწყობაში. ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს თქვენი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება. ქალბატონო ბურიჩ, გმადლობთ თქვენი გამორჩეული ლიდერობისა და ერთგულებისთვის!" - წერს ზურაბიშვილი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი