"ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება EU-ს გზას... ველოდებით, რას იზამს მთავრობა" | რუტე

გამოქვეყნდა:

"ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება EU-ს გზას. ველოდებით, რას იზამს მთავრობა, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული", - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერმინისტრი და NATO-ს მომავალი გენერალური მდივანი, მარკ რუტე საუბრობს. განცხადება მან ჟურნალისტებთამ, ევროპული საბჭოს სამიტის ფარგლებში გააკეთა.

"მე ვღელავ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო. ვესაუბრე პრეზიდენტს, ვფიქრობ, რომ ის შთამბეჭდავი ლიდერია, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ვეტო პარლამენტმა დაძლია. რა თქმა უნდა, ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირის გზას. ახლა ველოდებით, რას იზამს საქართველოს მთავრობა, ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული", - განაცხადა რუტემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი