ლარი უფასურდება - ეკონომიკის მინისტრი კი პოზიტიურ დინამიკაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ლარის გაუფასურების მიუხედავად, ეკონომიკის მინისტრს პოზიტიური მოლოდინები აქვს და ამბობს, რომ "ზომიერი ოპტიმიზმის" საფუძველი არსებობს. ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკური ვარდნის ტემპი კლებულობს, რაც ხელისუფლებლას "ზომიერი ოპტიმიზმის" საფუძველს აძლევს. 

განსხვავებულია ოპოზიციის მოლოდინები. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუ ეროვნული ვალუტა არ დასტაბილურდება, ეკონომიკას ჩამონგრევა ემუქრება. განსაკუთრებით კი ისეთ სფეროს, როგორიცაა ენერგეტიკა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ბოლო იფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 3 ლარი და 15 თეთრი ღირს, ხოლო 1 ევრო 3.75 ლარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი