სებ-ი 40 მილიონ დოლარს გაყიდის - გვენეტაძე ლარის გაუფასურებას „წინასაარჩევნო დაძაბულობით“ ხსნის

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკი დღეს 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ლარის გაუფასურება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

"მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი სავალუტო ბაზარზე არის დროებითი დაძაბულობა - ამბობს გვენეტაძე.

გარდა ამისა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, გვენეტაძემ თქვა, რომ რეფინანსირების განაკვეთი - 8% უცვლელი რჩება

„სავალუტო ბაზარს ეროვნულმა ბანკმა უკვე მიაწოდა 380 მილიონი დოლარი. დღესაც 40 მილიონი დოლარის რესურსს გამოიტანს და გაყიდის ეროვნული ბანკი"- ამბობს გვენეტაძე.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ბოლო იფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 3 ლარი და 15 თეთრი ღირს, ხოლო 1 ევრო 3.75 ლარი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი