უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

გამოქვეყნდა:

უნგრეთი, დღეიდან, პირველი ივლისიდან, მომდევნო ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, მოწოდებით "გავხადოთ ევროპა ისევ დიდებული".

უნგრეთის განცხადებით, მათი პრიორიტეტებია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება, არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარება, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა. 

უნგრეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დაკავებამდე, ბლოკმა დააჩქარა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღება და დაიწყო უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებები.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის როლი დღის წესრიგის დადგენაა, ასევე, ევროკავშირის წევრების შეხვედრების თავმჯდომარეობა ყველა სფეროში, გარდა საგარეო ან ევროზონის საკითხებისა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მოძიება და ევროპარლამენტთან კანონმდებლობის საბროკერო შეთანხმებებია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი