უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპს პრეზიდენტობის პერიოდის ოფიციალურ ქმედებებზე სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი აქვს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ხუთშაბათს გამოიტანეს გადაწყვეტილება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმეზე და დაადგინეს, რომ დონალდ ტრამპს თანამდებობაზე ყოფნისას განხორციელებული ოფიციალური ქმედებებისთვის იმუნიტეტი აქვს. უზენაეს სასამართლოს დონალდ ტრამპმა მას შემდეგ მიმართა, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ექსპრეზიდენტს უარი უთხრეს სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტის მინიჭებაზე. 

დადგენილებამ, რომელიც პალატაში მიღებულ იქნა კენჭისყრით 6 მხარდამჭერი, 3 მოწინააღმდეგე, დაადგინა, რომ ყოფილ პრეზიდენტებს აქვთ აბსოლუტური იმუნიტეტი სისხლის სამართლებრივი დევნისგან ოფიციალური ქმედებებისთვის - და არა არაოფიციალური ქმედებებისთვის.

თუმცა, მოსამართლეებმა არ დააკონკრეტეს, თუ რა განასხვავებს ოფიციალურ და არაოფიციალურ აქტებს, ანუ კერძო უფლებამოსილებით განხორციელებულ ქმედებებს და ეს საქმე ქვედა ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნეს. 

ტრამპმა გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც დიდი გამარჯვება ამერიკის კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის და სოციალურ ქსელში დაწერა - "ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ!" 

ორშაბათს თეთრ სახლში გამოსვლისას ბაიდენმა გააკრიტიკა სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი აზრით, ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს შეზღუდვები, თუ რისი გაკეთება შეუძლია პრეზიდენტს. 

"ეს არის ფუნდამენტურად ახალი პრინციპი და ეს საშიში პრეცედენტია. ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა, კიდევ ერთხელ მიანდოს პრეზიდენტობა დონალდ ტრამპს, ახლა იცის, რომ ის უფრო გათამამებული იქნება, გააკეთოს ის, რაც მოესურვება, როცა ამის გაკეთება მოუნდება", - თქვა ბაიდენმა.

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი