პუტინი ყაზახეთში ჩავიდა | შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ის სი ძინპინსა და ერდოღანს შეხვდება

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს დილით ყაზახეთში ჩავიდა, სადაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება 3-4 ივლისს გაიმართება. სხდომაში მონაწილეობას იღებს ჩინეთის პრეზიდენტიც.

სამიტის მონაწილეები გეგმავენ ხელი მოაწერონ 24 ერთობლივ დოკუმენტს და მიიღონ საბოლოო დეკლარაცია.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, პუტინი შეხვდა მონღოლეთის პრეზიდენტს და მოლაპარაკებებზე ერთ-ერთ საკითხად დააყენა ენერგეტიკის სექტორში გაფართოებული თანამშრომლობის განხილვა. პუტინი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რომელთანაც ასევე განიხილა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხი. 

პუტინის პრესმდივანმა, პესკოვმა თქვა, რომ თურქ კოლეგასთან მოლაპარაკებებზე საუბრი თემა იქნება სირიასა და უკრაინაში არსებული ვითარებაც. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობაზეც და თქვა, რომ ყველა სფეროში თანამშრომლობენ. 

"დიახ, ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩინეთთან ყველა სფეროში, მათ შორის სენსიტიურ სფეროში", - თქვა მან.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი