თეთრმა სახლმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ განიხილავს არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნას.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა კითხვაზე პასუხად თქვა, რომ ბაიდენ "აბსოლუტურად არ" განიხილავს ამ საკითხს.
CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენმა თავის გუნდს განუცხადა, რომ ის იყრის კენჭს და ვერავინ უბიძგებს საპირისპიროსკენ. წყაროს ცნობითვე, მან აღიარა, რომ "ბოლო რამდენიმე დღე იყო მძიმე" და რომ თანაშემწეები იღებდნენ ზარებს და კითხვებს.
"მე ვარ დემოკრატიული პარტიის კანდიდატი. არავინ მიბიძგებს. ერავინ გამაგდებს. არ მივდივარ. მე ამ რბოლაში ვარ ბოლომდე და ჩვენ ვაპირებთ გავიმარჯვოთ, რადგან როდესაც დემოკრატები ერთიანდებიან, ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებთ", - თქვა ბაიდენმა.