ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება შეერთებული შტატების საელჩოში, რომელიც დღეს პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. თვალშისაცემი იყო იმ სტუმრების სია, ვინც მთავარი სტრატეგიული სახელმწიფოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ღონისძიებაზე მიიწვია. საზეიმო ვახშამს არ ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოხანაშვილი და არც "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახი კალაძე. უცნობია, რატომ არ იმყოფებოდა საელჩოში საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც პირველად არ დაესწრო მნიშვნელოვან ღონისძიებას. რაც შეეხება ანტიდასავლური კამპანიის ლიდერ პრემიერმინისტრს, კობახიძე მიღებაზე მიიწვიეს, თუმცა სიტყვით გამოსვლის უფლების გარეშე.