გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნდა:

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, 45 წლის ქართველი სუპერმარკეტში შეიჭრა, შესასვლელი კარი შეამტვრია და სალაროდან რამდენიმე სიგარეტისა და თანხის გატანას ცდილობდა, რა დროსაც განგაშის სიგნალი ჩაირთო და პოლიციამ ის ადგილზევე აიყვანა.

სამართალდამცავების ცნობით, ქართველი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას თან ჰქონდა ნაძარცვი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათას ევროს შეადგენდა.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი