უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. მისი პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან.

ორბანმა ვიზიტთან დაკავშირებით პოსტი სოციალურ ქსელში თავადაც გამოაქვეყნა აღწერით: "კიევის შემდეგ მოსკოვი. სამშვიდობო მისიის მეორე გაჩერება".

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორბანი დღეს პუტინს შეხვდებოდა. Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ორაბნი უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლის შესრულებას აპირებს. 

ამ კვირაში ორბანი კიევს ეწვია. ეს იყო მისი პირველი ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში 2012 წლის შემდეგ. მოგზაურობის დროს მან თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის შესთავაზა განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარების მიზნით.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ორბანს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ აგრესორი რუსეთია, უკრაინა კი მსხვერპლი. მან თქვა, რომ როტაციულ თავმჯდომარეს EU-ს სახელით რუსეთთან ჩართულობის მანდატი არ გააჩნია. შეგახსენებთ, რომ უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 1 ივლისს გახდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი