პენტაგონის უმძიმესი გადაწყვეტილება. შეერთებული შტატების და დასავლელი აქტორების მისამართით "ქართული ოცნების" ცრუ ბრალდებების პასუხად, ვაშინგტონი კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. სავიზო სანქციების შემდეგ ამერიკაში სამხედრო თანამშრომლობის რადიკალური შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი" აღარ გაიმართება.
კიდევ უფრო დრამატულს ამ ფაქტს ხდის NATO-ს მოახლოებული სამიტი, რომელზეც საქართველოს ნულოვანი პერსპექტივა აქვს. და, ამ შემთხვევაშიც, მიზეზი "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკაა. ალიანსის სამიტზე ქვეყანა ფორმალურ მონაწილეობას მიიღებს და საქართველოსთან დაკავშირებით არც გადაწყვეტილებები და არც განცხადებები არ იქნება, ვინაიდან დასავლეთში მკაფიოდ ხედავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლება აღარ მალავს NATO-სთან თანმიმდევრული დაშორების პოლიტიკას.