ახალი საკადრო - პოლიტიკური ინტრიგა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტურ ადგილზე 5 კანდიდატის სახელი ცნობილია - ესენი არიან გიორგი ბურჯანაძე, კახა წიქარიშვილი, დიმიტრი გაბუნია, თამარ ალფაიძე და მანუჩარ კაკოჩაშვილი.
პრეზიდენტის კვოტით დანიშნულ არამოსამართლე წევრს საქმიანობის ვადა ეწურება და მის ნაცვლად სალომე ზურაბიშვილმა ახალი წარმომადგენელი უნდა შეარჩიოს. თუმცა პრეზიდენტი "ქართული ოცნებისთვის" მოულოდნელად პროცესში სამოქალაქო სექტორს რთავს. კანდიდატის შერჩევაში იურიდიული მიმართულების სამოქალაქო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.