პოლონეთში ქურდობისთვის ქართველი დააკავეს. პოლონური მედიის ცნობით, 30 წლის ქართველი პოზნანის, ლეზნოს, ვრზენიის, სლუპჩას, ნოვი ტომისლის, კოშიანისა და გნიეზნოს ოლქებში ძვირდაღირებულ ალკოჰოლურ სასმელებს იპარავდა.
ქართველის სახლის ჩხრეკისას ნაპოვნია თითქმის 5 000 ზლოტის ღირებულების მოპარული საქონელი. სასამართლომ ქართველი 3-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.