"საზოგადოება ითხოვს, მოვხსნათ ამ სისტემიდან კლანური წნეხი, რომელიც მას არ აძლევს გასაქანს" | პრეზიდენტი "მართლმსაჯულების სახლის" დასკვნითი ღონისძიებას დაესწრო

გამოქვეყნდა:

"მართლმსაჯულების სახლის" დასკვნითი ღონისძიება ქობულეთში. პროექტი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და 6 თვის განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მართლმსაჯულების სისტემის საფუძვლები შეესწავლათ.

პროექტის მონაწილეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი მოაწყვეს, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დაცვას დაეთმო. პროექტის დასკვნით ღონისძიებას, დღეს, საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა, რომელმაც მართლმსაჯულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ საზოგადოება სისტემიდან  იმ პირების ჩამოშორებას ითხოვს, რომლებიც მართლმსაჯულების განხორციელებას ხელს უშლის.

"სამართლიანობა არის, როდესაც შენ იცავ შენ ქვეყანას, დიდი ქვეყნის წინააღმდეგ. სამართლიანობა არის, როცა შენ გინდა, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ქვეყანაში იმის საშუალება, რომ განვითარდეს და ამას ემსახურებით თქვენ, ამას ემსახურება "მართლმსაჯულების სახლი", ამას ემსახურება ჩვენი პარტნიორი, ევროკავშირი, როცა გვთხოვს თავის არაერთხელ გაცემულ რეკომენდაციებში, რომ გამართეთ ეს სისტემა. ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ითხოვს, რომ მოვხსნათ ამ სისტემიდან ის კლანური წნეხი, რომელიც მას არ აძლევს გასაქანს და ამიტომ ვერ ამუშავდა ჩვენთან მართლმსაჯულების სისტემა," - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი