ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. რა კონკრეტული გზავნილები გადასცა ივანიშვილს, კელი დეგნანს არ დაუკონკრეტებია, თუმცა, განმარტა, რომ გადამწყვეტი არჩევნების წინ შეერთებულ შტატებს ქართული საზოგადოების განწყობა და მითუმეტეს, პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩვენო სტრატეგია განსაკუთრებით აინტერესებს. ამერიკელემა დიპლომატმა დღეს ორჯერ გაიმეორა, რომ ეს მისი მოვალეობაა.
ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა კელი დეგნანისგან გაფრთხილება მიიღო, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში ჩაატაროს. იმის მიუხედვად, რომ ოლიგარქს ამ ეტაპზე საჯარო თანამდებობა არ აქვს, მოკავშირეები და დასვლელი პარტნიორები კარგად ხვდებიან, რომ გარანტიები სწორედ მისგან უნდა მიიღონ. ამიტომ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამერიკის ელჩი წინასარჩვენოდ "ოცნების" მმართველთან კომუნიკაციას შეეცდება.
მმართველი გუნდი კი დეკლარირებულად ამერიკის ელჩისა და მოკავშირეების ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებას აპირებს, თუმცა "ოცნების წევრებმა ან არ იციან, ან არ აკონკრეტებენ რა გზავნილები აქვს ამერიკელ დიპლომატს და რა საკითხებზე საუბრობს ის ბიძინა ივანიშვილთან.