ორბანი "სამშვიდობო მისიით" ამჯერად ჩინეთში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი პეკინშია, სადაც ჩინეთის პრეზიდენტს, ის ძინპინს შეხვდა. მანამდე ის იმყოფებოდა კიევში და შემდეგ მოსკოვში. 

ჩინეთმა, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან, ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა მაისში, ბრაზილიასთან ერთად, ხოლო ორბანმა დაიწყო "სამშვიდობო მისია" მას შემდეგ, რაც მისი ქვეყანა ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარე გახდა თვის დასაწყისში.

"მშვიდობის მისია 3.0." - დაწერნა მან თავის ოფიციალურ X ანგარიშზე პეკინში ვიზიტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ჩინეთი მთავარი ძალაა რუსეთ-უკრაინის ომში მშოვიდობისთვის პირობების შესაქმნელად. 

ეს ვიზიტი ხდება ნატოს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, სადაც მთავარი განსახილველი თემა უკრაინა იქნება, ასევე მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ დაადასტურა, რომ ევროკავშირი ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების იმპორტზე 37,6%-მდე ტარიფის დაწესებას გეგმავს.

უნგრეთი გახდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი ჩინეთისთვის, განსხვავებით სხვა ევროკავშირის ქვეყნებისგან, რომლებიც ცდილობენ ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი