"დაავალე მიშას" - ამ სახელწოდების კამპანიის საწყისი წერტილი შიდა ქართლი, პირველი ლოკაცია კი სოფელი სკრაა. კამპანიის პირველსავე დღეს, "ძალა ერთობაშიას" პრემიერმინისტრობის კანდიდატმა დავალებები ფერმერებისგან მიიღო. ქართლელები, მიხეილ სააკაშვილს სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად შხამ-ქიმიკატების ხარისხის გაუმჯობესებას, სამაცივრე მეურნეობების მოწყობასა და პროდუქტის გასაყიდად ბაზრების გაზრდას სთხვენ.
მესამე პრეზიდენტს გორელები "ოცნების" მმართველობის პერიოდში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებასაც სთხოვენ. ფიქრობენ, რომ რეგიონს ისტორიული გორის ციხის რეაბილიტაცია და ტურიზმის განვითარება სჭირდება. კასპელები კი ქალაქში სპეციალური ფილტრების დაყენებასა და ქარხანაში საწვავად ნახშირის ნაცვლად ბუნებრივი გაზის გამოყენებას ითხოვენ.
''დაავალე მიშას'' - კამპანიის პირველი დღე, რომელიც შიდა ქართლში დაიწყო, საკმაოდ დატვირთული იყო. "ნაციონალური მოძრაობა" ამ ღონისძიების ჩატარებას ქვეყნის ყველა რეგიონში გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად "ძალა ერთობაშიამ" 7 სექტემბერს დაასახელა.