ემანუელ მაკრონმა გაბრიელ ატალს თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადაწყვიტა ამ დროისთვის თავისი პრემიერმინისტრი, გაბრიელ ატალი თანამდებობაზე დატოვოს. მან არ დააკმაყოფილა განცხადება თანამდებობის დატოვებაზე.

"პრეზიდენტმა სთხოვა გაბრიელ ატალს დარჩეს პრემიერ მინისტრი ამ დროისთვის, ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია მაკრონის ოფისის განცხადებაში.

საფრანგეთის მემარცხენეები აირჩევენ პრემიერმინისტრობის კანდიდატს მათი გამარჯვებული საარჩევნო კოალიციიდან ერთი კვირის განმავლობაში, განაცხადა ორშაბათს სოციალისტური პარტიის ლიდერმა ოლივიე ფორემ. ფორეს სოციალისტები არის ერთ-ერთი მემარცხენე პარტია, რომელიც ქმნის "ახალ სახალხო ფრონტს" (NFP), ალიანსს, რომელმაც მოიპოვა ყველაზე მეტი მანდატი - მაგრამ არა სრული უმრავლესობა - კვირას საპარლამენტო არჩევნებში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი