რაუფოღლუ: MEGOBARI ACT-ის განხილვა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყება

გამოქვეყნდა:

Foreign Press USA-ს კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დაიწყებს საქართველოს სანქციების კანონპროექტს - MEGOBARI ACT-ზე მუშაობას.

ჟურნალისტი კონგრესში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კანონპროექტზე მასზე მუშაობა 10 ივლისს დაიწყება და განხილვა/კენჭისყრა მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ორპარტიული კანონპროექტის MEGOBARI Act-ის მიხედვით, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც რუსული სტილის კანონის მიღებაზე არიან პასუხისმგებლები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი