"მოველი, რომ მოკავშირეთა ლიდერები ვაშინგტონის სამიტზე დაადასტურებენ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი", - ამის შესახებ NATO გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა Europetime-თან საუბრობს.
„მოველი, რომ მოკავშირეთა ლიდერები ვაშინგტონის სამიტზე დაადასტურებენ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი - საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, და ჩვენს ერთგულებას საქართველოსთან ხანგრძლივი პარტნიორობისადმი. და (ასევე ველოდები, რედ.) რომ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დააჩქაროს რეფორმები ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს ხალხის მისწრაფებების საპასუხოდ,“ - ამბობს კოლომინა Europetime-თან.