ოლიგარქის ხელისუფლების ქვეყნის დამაზიანებელ და ანტიდასავლურ პოლიტიკას საერთაშორისო პარტნიორები სულ უფრო ხისტი გადაწყვეტილებებით პასუხობენ. სანქციებისთვის ამჯერად ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო ემზადება. ოფიციალური ბერლინი აცხადებს, რომ რუსული კანონის პირობებში საქართველოსთვის ევროპული გაერთიანების კარი საბოლოოდ დასრულდება და მკაცრ შეზღუდვებს აანონსებს.
თბილისში მყოფი ბუნდესტაგის წევრები მკაფიოდ განმარტავენ და ახსენებენ "ქართულ ოცნებას", რომ ივანიშვილის გუნდმა ევროინტეგრაციის გზას გადაუხვია და ეს მოკავშირეების მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება. მთავარი აქცენტი საპარლამენტო არჩევნებზე კეთდება, სადაც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს თავისი ისტორიული არჩევანი და მისწრაფება, გახდება ევროპის დიდი ოჯახის წევრი.