"[რუსული] კანონის მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს" | ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

"[რუსული] კანონის მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს", - ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ X-ზე წერს.

"ქართველები თავიანთ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა, ცოტა ხნის წინ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს. ილია დარჩიაშვილს მოვუწოდე, გადახედოს ამ ზომას და რეფორმებისადმი თავისი ერთგულება შეინარჩუნონ", - დაწერა მან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი