გიგა ბოკერია ჭალადიდის მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში გიგა ბოკერია, სოფელ ჭალადიდში ადგილობრივებს შეხვდა.

მან ამომრჩევლის პრობლემები მოისმინა და პარტიის გეგმა გააცნო. გიგა ბოკერიას თქმით, რეგიონში მძიმე ეკონომიკური კრიზისი, გაჭირვება და უმუშევრობაა, მოსახლეობას კი ამის შეცვლა სურს.

ყველა ამ ადამიანთან "ევროპული საქართველოს" გზავნილი იყო, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ვალდებულებები, რაც ავიღეთ, რომ ცვლილებები მოვიტანოთ - გადასახადების დაწევა, კერძო საკუთრებაში ხალხს მიწა და ქონება სოფლებს და ჩვენს მოქალაქეებს. შემცირება მთავრობის ხარჯების და ამ ყველაფრის ეკონომიკაში დატოვება და მათთვის რეალური ძალაუფლების მიცემა ფოთში, ხობში, სენაკში და ყველგან, - ამბობს ბოკერია.

"ევროპულმა საქართველომ" გიგა ბოკერია ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად 3 აგვისტოს წარადგინა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი