"ხელისუფლების ქმედებების გამო, საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია... მთავრობისთვის დახმარება შეწყდა და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისადმი" | საფრანგეთის ელჩი

გამოქვეყნდა:

"ხელისუფლების ქმედებების გამო, საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია... მთავრობისთვის დახმარება შეწყდა და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისადმი", - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი საუბრობს. 

"27 ივნისს ევროპულმა საბჭომ ნათლად განაცხადა, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია. ეს იყო იმ გადაწყვეტილებების შედეგი, რომლებიც მიღებულ იქნა საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამის შემდეგ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის შეწყდა და ის მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისადმი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და გვსურს, რომ ამ ქვეყნის მთავრობა დაუბრუნდეს ევროპულ გზას", - განაცხადა ელჩმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი