ყველაზე დაბალი დონე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობაში. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა კლანმა მოახერხა და მიზანს მიაღწია. ცივილიზებული და დემოკრატიული სამყარო, რომლის წევრობის სურვილიც საქართველოს ისტორიული არჩევანია, ფაქტობრივად წყვეტს ჩვენთან ურთიერთობას. დეკლარაციაში, რომელიც შესაძლოა მსოფლიო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ერთ-ერთ მთავარ დოკუმენტად იქცეს, საქართველო ერთადერთხელ არის ნახსენები და ისიც მხოლოდ კრემლის ქმედებების და არა საკუთრი დამსახურების გამო. კიდევ უფრო მძიმე პუნქტი კი ამ დოკუმენტში ბუქარესტის სამიმიტის ჩანაწერის არარსებობაა. პირველად 2008 წლის შემდეგ, NATO აღარ ამბობს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.