"აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ "ოცნების" ქმედებებმა შეაჩერა პროგრესი" | ეზრა ზეია

გამოქვეყნდა:

"აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ "ოცნების" ქმედებებმა შეაჩერა პროგრესი ამ მიმართულებით", - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ეზრა ზეია "ოცნების" ქალ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ X-ზე წერს.

ვესაუბრე "ქართული ოცნების" ქალ ლიდერებს დემოკრატიული ნორმებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობის შესახებ. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ "ქართული ოცნების" ქმედებებმა შეაჩერა პროგრესი ამ მიმართულებით. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და ანტიამერიკული დეზინფორმაციის გავრცელება, - დაწერა ეზრა ზეიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი