მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

მსოფლიოში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა და 30 036 868-ს შეადგენს. დაავადებულთა რაოდენობით პირველ სამეულში აშშ ლიდერობს 6,828,301
ინფიცირებულით, მეორე ადგილზეა ინდონეთი, სადაც Covid-19 5,118,253 ადამიანს დაუდასტურდა, მესამე ადგილს კი ბრაზილია 4,421,686 ინფიცირებულით იკავებს.

ამ დროისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულია 7,287,746, საიდანაც 61,244 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო გამოჯანმრთელდა 21,804,030 ადამიანი. გარდაიცვალა 945,092 პაციენტი. 

ცნობისთვის, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ჩინეთში, 2019 წლის 31 დეკემბერს, საქართველოში კი ის უკვე 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღეისათვის ქვეყანაში ინფიცირების სულ 2758 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა - 19. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი