უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა ფლორიდაში, მის რეზიდენციაში.
"სამშვიდობო მისია 5.0 დიდი პატივი იყო დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სტუმრობა მარ-ა-ლაგოში. განვიხილეთ მშვიდობის მიღწევის გზები. დღის კარგი ამბავი: ის აპირებს მის მოგვარებას!" - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ზე.
ტრამპი შეხვედრას საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ მშვიდობა უნდა დამყარდეს რაც შეიძლება მალე.
"ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო!" – დაწერა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა ხდება რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ვიზიტიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში. პუტინის გარდა ორბანი შეხვდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინსაც. თავდაპირველად ორბანმა შეხვედრების სერია უკრაინაში ჩასვლით დაიწყო. ეს ომის დაწყების შემდეგ მისი პირველი ვიზიტი იყო კიევში.