ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. EEAS-ის განცხადებით, ისინი აგრძელებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
"ევროკავშირის ვალდებულება დადგეს ქართველი ხალხის გვერდით და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება ურყევი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას," - წერია EEAS-ის განცხადებაში.
რა კონტრიბუცია შეაქვს ევროკავშირს საქართველოს უსაფრთხოებაში:
EEAS-ს განმარტებით, "ევროპული სამშვიდობო ფონდი" საქართველოსთვის აძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.
"ფონდი აგრძელებს 2021-2023 წლის დახმარების იმპლემენტაციას (62 მილიონი ევრო), შეჩერებულია 2024 წლის დახმარების მიღება. დღემდე მიწოდებული აღჭურვილობა მოიცავს: სრულად აღჭურვილ ორ სამედიცინო დაწესებულებას, სამედიცინო აღჭურვილობას გორის სამხედრო ჰოსპიტლისთვის, 42 სატვირთო მანქანას, 96 ინდივიდუალურ და ჯგუფის დონის 17 საინჟინრო ნაკრებს, კიბერთავდაცვის წვრთნებსა და სწავლებებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.