ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე დიდი ზიანი მოგვიტანა | გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობამ  უკვე დიდი ზიანი გამოიწვია.

უნგრეთი 1 ივლისს როტაციული პრინციპით გახდა თავმჯდომარე ქვეყანა მომდევნო 6 თვის განმავლობაში. უნგრეთის ულტრამემარჯვენე პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბოლო დღეებში რუსეთსა და ჩინეთში ევროკავშირის კოლეგების მხარდაჭერის გარეშე მოგზაურობით დაპირისპირება გამოიწვია. გუშინ, 11 ივლისს, ორბანი ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ, დონალდ ტრამპსაც შეხვდა.

გერმანიის სამინისტროს სპიკერმა კითხვაზე, თუ როგორ აპირებდა ბერლინი რეაგირებას ორბანის ბოლო დიპლომატიურ ვიზიტებზე უპასუხა, რომ მათ "უნდა ნახონ, როგორ გაგრძელდება უნგრეთის საბჭოს თავმჯდომარეობა... მე-12 დღეა და ამან უკვე დიდი ზიანი მოგვიტანა".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი