იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად პრეზიდენტმა კახა წიქარიშვილი დანიშნა

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად პრეზიდენტმა კახა წიქარიშვილი დანიშნა. განცხადება ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა. 

"საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება ბატონი კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნის თაობაზე", - თქვა მსხილაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა კომისიამ გასაუბრებების შემდეგ ორი პირი - გიორგი ბურჯანაძე და კახა წიქარიშვილი შეარჩია. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი