ევროკომისია არ გაგზავნის კომისრებს უნგრეთის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრებზე

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის წარმომადგენელი, ერიკ მამერი აცხადებს, რომ ევროკომისია არ გაგზავნის კომისრებს უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრებზე.

ეს ხდება მას შემდეგ, რაც გასულ კვირას უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს, მანამდე კი კიევში, მოსკოვსა და პეკინში იმყოფებოდა "სამშვიდობო მისიით", როგორც ამას თავად უწყოდებს. პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კრიტიკა მოჰყვა. 

"უნგრეთის პრეზიდენტობის დასაწყისთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ (ევროკავშირის კომისია) უმაღლესი საჯარო მოხელეების დონეზე იქნება წარმოდგენილი მხოლოდ საბჭოს არაფორმალურ შეხვედრებზე", - დაწერა მან.

როგორც წესი, ეს ვიზიტი ტარდება თავმჯდომარეობის 6-თვიანი პერიოდის დასაწყისში, იმ იმედით, რომ მოლაპარაკებები გაიმაღტება შემდგომ გეგმებსა და მოქმედებებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი