ორბანის წერილი EU-ს ლიდერებს: აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, დაიწყოს მოლაპარაკება ჩინეთთან "სამშვიდობო კონფერენციაზე"

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირილის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში ამბობს, რომ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი მზად არის "დაუყოვნებლივ" იმოქმედოს, როგორც მშვიდობის შუამავალმა რუსეთ-უკრაინის ომში, თუ მას აირჩევენ ნოემბერში. 

წერილი, რომელიც ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელს გაუგზავნა და ის გაზიარებულია ყველა ლიდერთან, იმის შემდეგ დაიწერა, რაც ორბანმა გამართა მოლაპარაკებები ტრამპთან, ასევე უკრაინის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან.

"მე შემიძლია (...) დანამდვილებით განვაცხადო, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე, ის არ დაელოდება თავის ინაუგურაციას, (ტრამპი) მზად იქნება დაუყოვნებლივ იმოქმედოს მშვიდობის შუამავლის როლში. მას ამის დეტალური და დასაბუთებული გეგმები აქვს", - წერს ორბანი.

წერილში ორბანი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "უზარმაზარ ძალისხმევას იყენებს" საარჩევნო რბოლაში დარჩენისთვის და ვარაუდობს, რომ მას არ შეუძლია შეცვალოს "აშშ-ის ამჟამინდელი პრო-ომის პოლიტიკა".

უნგრეთის ლიდერმა თქვა, რომ ტრამპის გამარჯვება შეცვლიდა ტვირთს აშშ-სა და ევროკავშირს შორის, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას, ევროპელების საზიანოდ.

"ჩვენმა ევროპულმა სტრატეგიამ ტრანსატლანტიკური ერთიანობის სახელით დააკოპირა აშშ-ის პრო-ომის პოლიტიკა. ჩვენ აქამდე არ გვქონია სუვერენული და დამოუკიდებელი ევროპული სტრატეგია ან პოლიტიკური სამოქმედო გეგმა", - თქვა მან.

მისი შეთავაზებაა, იმსჯელონ, "არის თუ არა რაციონალური მომავალში ამ პოლიტიკის გაგრძელება".

ორბანმა ბლოკს ასევე შესთავაზე "რუსეთთან დიპლომატიური კომუნიკაციის პირდაპირი ხაზების ხელახლა გახსნა", კიევთან მაღალი დონის კონტაქტების შენარჩუნება, ასევე მოლაპარაკებების წარმოება ჩინეთთან "მომავალი სამშვიდობო კონფერენციის მოდალობაზე".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი