
დატოვა თუ არა თანამდებობა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, გიორგი შინჯიკაშვილმა - თანამშრომლები ამბობენ, რომ ის შვებულებაშია, თუმცა რამდენხნიანი შვებულება დაწერა საჯარო მოხელემ და როდის დაბრუნდება სამსახურში, უცნობია.
გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ შინჯიკაშვილს დაპირისპირება ჰქონდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსთან, "ხარებასთან". ჩვენი ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ, მან ქვეყანა დატოვა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში გარკვეული პირები მუშაობდნენ, რომ შინჯიკაშვილი და "ხარება" შეერიგებინათ, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებებში ჩართულმა პირებმა ჩააკითხეს მას საზღვარგარეთ და ხელი მოაწერინეს სამსახურიდან წასვლის განცხადებაზე. სურდა თუ არა შინჯიკაშვილს განცხადებაზე ხელი მოაწერა, უცნობია.
შინჯიკაშვილის თანამშრომლები კითხვებს არ პასუხობენ, მედიასთან საუბარი არ ისურვეს არც მარტყოფში მცხოვრებმა ოჯახის წევრებმა. მისი მეზობლები ამბობენ, რომ გაჩერდა პროექტები, რომლებსაც უშუალოდ შინჯიკაშვილი კურირებდა. თანასოფლელების ნაწილი ამბობს, რომ შინჯიკაშვილი შვებულებაშია, სხვადასხვა სპორტის სახეობებში ჩემპიონატებს ესწრება და შემდეგ დაბრუნდება სამშობლოში.
იხილეთ:
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი.