23 ივლისს აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართება

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოზე იმსჯელებენ. 23 ივლისს ჩანიშნული მოსმენა შეეხება საქართველოსა და მოლოდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკას. 

მოსმენას კონგრესის ევროპის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტი მოიწვევს. მომხსენებლები იქნებიან:

  • ჯოშუა ჰაკი - სახელწმიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში 
  • კრისტოფერ სმიტი - მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში 
  • ალექსანდრე სოკოლოვსკი - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი